ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 12-15 წლის ბავშვების ასაცრელად დაამტკიცა.
“ევროპის წამლის სააგენტომ დღეს Pfizer / BioNTech კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლამდე ბავშვებისთვის გამოყენების განცხადება დაამტკიცა”, – წერს EMA.
ვაქცინის გამოყენება ასევე დაშვებულია 16 წლის ზემოთ ადამიანებისთვის.