შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში,_ ამის შესახებ ცნობილი ნაციონალური პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება.
“დღეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო. ეს არის ის ორგანო, რომელიც იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. დღეს გახდება ცნობილი, შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. ჩვენ მოვისმენთ ყველა მხარის არგუმენტებს. ვიმსჯელებთ ამის შესახებ, თუმცა, ეს მსჯელობა დიდი ხანია, მიმდინარეობს პარტიაში და საჯაროდაც. საზოგადოებამ მოისმინა პარტიის იმ წევრების არგუმენტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ემხრობიან და იმათიც, ვინც ამას ეწინააღმდეგება. თუმცა, დღეს ეს პოზიციები შეჯერდება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება”, _განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.