მედიის განვითარების ფონდის (MDF) მრავალფეროვნების გაშუქების მედიაკონკურსში, რომელშიც 28 ჟურნალისტი და ბლოგერი მონაწილეობდა, 10 გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებულთა შორისაა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე.
გამარჯვებულთა სრული სია ასეთია: გიორგი გირკელიძე _ პარასკევის ლოცვა ნიგვზიანის მეჩეთში კორონავირუსის დროს (გურია ნიუსი); ლანა კოკაია — ცხოვრება საქართველოს მოქალაქეობის გარეშე — გადაუჭრელი პრობლემა ჯავახეთში (On.ge); ანანო მუშკუდიანი — მრავალეთნიკური ლაილაში — ისტორიით სავსე სოფელი ლეჩხუმში (On.ge); თამუნა გეგიძე — რას გვეტყვის მარნეული, თუ კარგად მოვუსმენთ (On.ge); მაია იველაშვილი — ლოცვა უსახურავოდ (ახალციხის მე-9 არხი) რუსუდან გვარამაძე — სამშობლოში დაბრუნებული “არავის” მოქალაქეები – რეპატრირებული მესხების საგა (ახალციხის მე-9 არხი); ლაშა შაყულაშვილი — შორია გურჯისტანამდე (ბლოგერი. სტატია გამოქვეყნდა publika.ge-ზე); მანონ ბოკუჩავა — გარდაბნის მუნიციპალიტეტი – მთავრობის გადაწყვეტილებების გავლენა მუსლიმთა ცხოვრებაზე (QvemoQartli.ge); მიხეილ გოგუაძე — ბოშების ცხოვრება აჭარაში (მთავარი არხი); ოთარ კობახიძე — ბუკნარის ამბავი: “ალტერნატიული” მედია სამოქალაქო დაპირისპირების ძიებაში (civil.ge).