გურიაში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გურიაში 7 ივნისის ჩათვლით არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
„თურქეთის ტერიტორიაზე ძლიერი ღრუბელია განვითარებული, რომელიც ზღვის მხრიდან შემოვა და გურიაში, დღეს საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღეს ჰაერის ტემპერატურა +30, +32 ფიქსირდება, ეს ტემპერატურა შენარჩუნდება ხვალაც, და დღის ბლოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ინტენსიური წვიმაც იყოს.
წვიმა შენარჩუნდება 3 ივნისის დღის პირველ ნახევრამდე, ტემპერატურაც დაიკლებს და მოსალოდნელია +20, +22 გრადუსი.
შედარებით გამოიდარებს 4 ივნისს, შემდეგ კი ისევ ნალექი ნარჩუნდება 7 ივნისის ჩათვლით“,_ გვითხრა გვაზავამ.