“ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, ადგილზე სახანძროების დამატებითი ბრიგადები გამოძახეს”, _ სენაკში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძარი იყო დღეს დილით, სენაკში, ნინოშვილის ქუჩაზე.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ადგილობრივების თქმით, პირველი სართული სრულად დაიწვა. როგორც ისინი ამბობენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, ადგილზე სახანძროების დამატებითი ბრიგადები გამოძახეს. დროულად რომ არ მოსულიყვნენ, სახლი მთლიანად დაიწვებოდა”, _ ამბობს სააგენტოსთან ერთ-ერთი თვითმხილველი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად, ელექტროგაყვანილობა სახელდება.