ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის ვაქცინის, სულ მცირე, 80 მილიონ დოზას გლობალური მასშტაბით გაანაწილებს.
დაახლოებით 6 მილიონი დოზა გათვლილია რეგიონული პრიორიტეტებისა და პარტნიორებისთვის, რომელთა სიაში შედიან მექსიკა, კანადა, კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზის სექტორი, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი, აგრეთვე გაეროს მუშაკები.
გარდა ამისა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 75% COVAX-ის საერთაშორისო მექანიზმს გადაეცემა.
„ვაქცინის მილიონობით დოზის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება აშშ-ის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ვალდებულებისადმი ერთგულებას წარმოადგენს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვაქცინების დოზების გლობალურ დონეზე განაწილების გეგმა შემდეგია: 19 მილიონი დოზა ჩOVAX-ის საერთაშორისო მექანიზმისთვის, 6 მილიონი დოზა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკისთვის, 7 მილიონი დოზა აზიის რეგიონისთვის, 5 მილიონი დოზა აფრიკისთვის.