ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 4325 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4225 ადამიანი, გარდაცვლილია 62. აქტიურია ინფიცირების 38 შემთხვევა.
„ოზურგეთში ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 16 წევს კლინიკაში და არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ.