სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის შესახებ წერს.
“ალბათ, მთელი სიცოცხლე არ მეყოფა საქართველოს განსაკუთრებულობათა თუნდაც ნახევრის აღმოსაჩენად.
გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ვიყავი. დიდი ქართველი სოციალისტის, ნოე ხომერიკის სოფელში, მისი მინისტრობის დროს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ მიწის რეფორმა გაატარა და ქართველ გლეხებს საკარმიდამო სავარგულები დაურიგა. 1924 წელს აჯანყების მომზადებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და ძერჟინსკის ბრძანებით დახვრიტეს!
სოფლის ასეთი შთამბეჭდავი ცენტრი არასდროს მინახავს… თავდაპირველად ჩემი ყურადღება მიიპყრო ულამაზესმა, მრავალსართულიანმა, თაღოვანმა და სვეტებიანმა ადმინისტრაციულმა შენობამ, წარწერით “ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!”, შემდეგ რუსთაველის აფორიზმებით გაფორმებული მოზაიკა ვნახე. თვალები კეფაზე ამივიდა, როდესაც სოფლის თეატრში შევედი, შრომის მოტივებზე შექმნილი ულამაზესი ფრესკებით გაფორმებული დარბაზი ნებისმიერი ქალაქის დიდ აუდიტორიას დაამშვენებდა. იქვე ნამდვილი ტანკიც დგას, 1942 წელს მეციტრუსეობით გამორჩეულ სოფელს მილიონი მანეთი შეუგროვები სატანკო დივიზია “ქართველი კოლმეურნეს” შესაქმნელად. მშრომელების ნაყიდმა ტანკებმა უკრაინის ნაცისტებისგან გათავისუფლების საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
ყველაფერი გაპარტახებულია, მაგრამ მაინც ემჩნევა ადგილობრივთა მზრუნველობისა და მდიდარი წარსულის კვალი… რა ყოფილა გურიაააა !!!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.