სოციალური ქსელის მომხარებელი ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქზე ამჯერად სოფელ მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლზე წერს სტატუსს.
„სოფელი მამათი, ედუარდ და ევგრაფი შევარდნაძეების სახლი.
არც აბრაა სადმე მიმაგრებული, არც მუზეუმი ფუნქციონირებს, საშინლად მოუვლელი და მინგრეულ–მონგრეულია იქაურობა.
ოპონენტების წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის, სტიქიური პრივატიზაციის და სხვა ბევრი მიზეზის გამო უამრავი შეკითხვა მაქვს “მისტერ ულიბკასთან“, მაგრამ სახლ–მუზეუმი არ უნდა ჰქონდეს მეორე პრეზიდენტს ??? (მესამის ბიბლიოთეკა გვაქვს შუა ქალაქში. თუნდაც ისეთი, სადაც მისი მიღწევების გარდა, მის დანაშაულებებზეც იქნება საუბარი…
და სირცხვილი მეორე პრეზიდენტის მულტიმილიონერ შთამომავლობას, ერთი კაცის იმედად რომ აქვთ დაგდებული წინაპრის კერა.
ნუ ღრიალებ !!!“- წერს ლევან ლორთქიფანიძე.