ჰოლივუდის მსახიობი და ფოტომოდელი, ვარსკვლავი ფილმისა „საუზმე ტიფანისთან“, ოდრი ჰეპბერნი ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა.
Sky News–ის ცნობით, ონლაინ–მაღაზიის „QVC“ გამოკითხვაში 2000–ზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა.
მეორე ადგილი ბრიტანელი მსახიობსა და ტელეწამყვანს, შერილ კოულს ერგო. საინტერესოა, რომ ლეგენდარული მერილინ მონრო მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.
ტოპ–ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ოდრი ჰეპბერნი
2. შერილ კოული
3. მერილინ მონრო
4. ანჯელინა ჯოლი
5. გრეის კელლი
6. სკარლეტ იოჰანსონი
7. ჰოლლი ბერი
8. პრინცესა დიანა
9. კელლი ბრუკი
10. ჯენიფერ ენისტონი