https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არამიზნობრივი განვითარებიდან კოვიდ 19-ის გამოწვევამდე: „ერთ მზიან დღეს მაინც ნუ წაგვართმევთ“

7:06; 15.06.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოვიდ – 19-მა  მსოფლიოში გარემო სრულად შეცვალა!  ეს ის მოულოდნელობა იყო,როცა აქამდე სამყაროსთვის წამების მზომავ დროს,  თავად ჩამოუვარდა ალამი _ იგი გაჩერდა!

ამ აქამდე უცნობ, სტიქიურად მოვარდნილი საფრთხის წინაშე,  ჩვენდა სავალალოდ, მრავალწლიან მერყევ მდგომარეობაში მყოფ სოფლის მეურნეობას, რომელიც ისედაც ვერ იდგა მყარად ფეხზე, კიდევ უფრო მეტად დაემუქრა  მოშლის საფრთხე!

აქამდე უცნობი საფრთხის ფონზე, ასევე სტიქიურად დაიწყო ბევრი შავი, ( ცოტა ნათელიც),წერტილების გამოჩენა.

ვიყავით ,(ახლაც იქ ვართ!),  სადაც მთელი  ქვეყნის ე.წ. კოლმეურნეობის მიწების 60 %-ზე მეტი არის დაუმუშავებელი _  დიდი რაოდენობით დიდი მეპატრონეების საკუთრებაშია,  ზოგიც საპატრიარქოზეა გადაცემული. ზოგიც  სულ არ ჩანს, სად არის, მაგრამ … არის.

მიწების  პრივატიზების დროს რომ უამრავი შეცდომა და დარღვევა მოხდა, ამიტომაც  შეაჩერა 2012 წელს ხელისუფლებამ აღნიშნული პროცესი. თუმცა დღემდე არ მოწესრიგებულა საქმე და კვლავ ათასობით ჰა მიწის ათვისება შეფერხებულია. შორს წაგვიყვანს სტატისკა და მიზეზების კვლევა! აქ მთავარია რეალობა!

გამოუყენებელი მიწების ათვისებას ხელს შეუწყობს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღება, რომლითაც დაეკისრება პასუხისმგებლობა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, აითვისოს  განკარგულებაში არსებული გამოუყენებელი ფართობი და ამისთვის გამოიყენოს შემდეგი გზა:

  1. დამოუკიდებლად დაამუშაოს,
  2. გასცეს იჯარით,
  3. გაერთიანდეს კოოპერაციაში,
  4. გაასხვისოს!

ყველაფერ ამაში კი ხელისუფლებამ, საფინანსო ინსტიტუტებმა და ორგანიზაციებმა გაუწიონ რეალური დახმარება შეღავათიანი კრედიტებით, სხვადასხვა ეფექტური პროექტების ჩათვლით!

2004 წელს და შემდეგ, 2012 წელს ჩატარებული სასოფლო -სამეურნეო აღწერის შედეგები გვიჩვენებს   ქვეყნის სოფლის მეურნეობაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.  საქართველოში, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მესამედზე ნაკლები, გურიაში 2/5-ზე ცოტა მეტი. დღეისთვის საქართველოში დამუშავებული მიწების ფართობი  ორჯერაა შეცირებული.

ზოგადად, საქართველო  მცირემიწიანია, ამიტომ 40% მიწის დაუმუშავებლად დატოვება (მიზეზების გამართლებაზე საუბარიც არ შეიძლება), არის დანაშაულის ტოლფასი!

არცერთი უბედურება  კოვიდ-19-ს    ისე არ გაუმჟღავნებია ქართულ სოფლის მეურნეობაში, როგორც ეს პრობლემა!

დაუმუშავებელი და მიგდებული მიწა, რომელსაც პატრონი (სახელმწიფო) წლების მანძილზე არ ხნავს, არ თესავს, ინახავს, მაგრამ რატომ, არ იცის, სახნავ-სათესი სავარგული კი არ არის, პანდემიაზე უფრო დიდი თავის ტკივილია!

რას ფიქრობს ამ მდგომარეობაზე  ჭკუათმყოფელი ქართველი, მიწის მოყვარე რიგითი კაცი, ვისაც  საქმის არსი ესმის?  (მაგრამ არ უსმენენ?)
„მე რომ ქვეყნის მოყვარე ხელისუფალი ვიყო, ძალიან მარტივად მოვაგვარებდი მიწის სრულად  ათვისების საქმეს. გამოვაცხადებდი მობილიზაციას მიწის დასამუშავებლად – დავასუბსიდირებდი, (ვთქვათ , ათასი კვ. მ ფართობზე 30 ლარით) მიწის თითოეულ მფლობელს. ამასთანავე დავგეგმავდი მიზნობრივად, რა უნდა მოიყვანოს ამ მიწაზე! პარალელურად დავაწესებდი საჯარიმო გადასახადს, მანამდე გაფრთხილების მიცემით! ადამიანს სწორი აზროვნება ყველა სფეროში უნდა ვასწავლოთ _ იცოდეს ამ შემთხვევაშიც ჯარიმის ფასი! (ისევე, როგორც ქუჩაში წესების დარღვევისას თუ სხვა ანალოგიურ სიტუაციაში იცის და  იხდის). თუ ამ  პირობებითაც    არ გააკეთებს არაფერს, მას არ უნდა მუშაობა და ჯარიმის შემდეგ ჩამოერთმევა მიწა ან სხვას გადასცემს იჯარით! ასე ვიმოქმედებდი, რომ მიზნობრივად და სრულად გამოიყენოს ყველამ მიწა-მარჩენალის რესურსი!“

ასეთ ფიქრთან დამძიმებულ სოფლელ ჭკვიან კაცს,  პანდემიის შემოტევით გადმოსროლილი თანამოძმეები, უცებ ესტუმრნენ დიდი ქალაქებიდან თუ უცხოეთიდან. მიწას ბევრი ეკვეთა,  ზოგმა შეღობა და დათესა, ზოგმა მიტოვებულ შეღობილში  გაკაფა ეკალ-ბარდი,  გამოიყენეს რაც დანაზოგი ჰქონდათ ქალაქიდან ჩამოსვლისას და მოსავალიც  გამოჩნდა. თუმცა ამ მოსავლის უმეტესი ნაწილის აღებამდე მწარე რეალობამაც იჩინა თავი –  უმეტესობას შემოელია დანაზოგი. მოსავლის აღების დრომდე არც მისულან, გზები გაიხსნა თუ არა, ისევ დაბრუნდნენ ქალაქში თუ სხვაგან _ ზოგი მშენებლობაზე, ზოგიც – ტაქსის საჭესთან…

თითო-ოროლა ადამიანი  თუ შემორჩა „კოვიდის მოსახსენიებლად“ დათესილ-დათქმულ მარცვლეულს თუ ბოსტნეულს! სოფლის მეურნეობა და სოფელი ისევ იქ დარჩა,  თავისი ჩარჩენილებით, სადაც  იყო. კვლავ გაგრძელდა ქაოსი _  ვისაც რა უნდა,  ისევ იმას აკეთებს, ზოგი სიმინდს თესავს, ზოგი ჩაის თხრის (ჯერ კიდევ რომ ამოუძირკვავი დარჩა), ზოგიც ქარსაფარს  ჩეხავს (ჯერ კიდევ, ბოლომდე რომ ვერ გაანადგურა ბოლო ზოლი…).

მოკლედ, ქაოსი და კრახი სოფლის მეურნეობაში, კოვიდ 19-მა  კიდევ უფრო გამოაკრა, წლების მანძილზე დამკვიდრებული,  არამიზნობრივი განვითარების   „თვალსაჩინოების დაფაზე“.

კოვიდ 19-ით გამოწვეული პანიკა სასურსათო მიმართულებას  მყეფარივით დაედევნა _ ხალხმა უცებ დაიწყო ყველაფრის ყიდვა. მაღაზიებში რიგი დადგა, რაც შეიძლება, მეტი ზეთი, შაქარი, მაკარონის ნაწარმი უნდა ეყიდათ ან წაეღოთ  ნისიად! წამიერად დაცარიელდა მაღაზიები. პირბადეც ფულის საშოვარ საქმედ იქცა – მემწვანილეების დახლზეც კი ეწყო, ცალი ლარად ან ლარნახევრად! (ღიად მოარული ხმების მიხედვით, აფთიაქების ქსელის უკანა კარიდან გატანილი)…

პანიკა შიმშილის მოახლოების თაობაზე კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა, სასწრაფოდ ამოქმედდა „უჩინარი ბიზნესი“-ოზურგეთში ჩინური შეფუთვის ნიორიც კი გამოჩნდა, (გორულად გასაღებული!)  ამ ფონზე  ტრაგიკომიკური იყო  ერთგვარი პროპაგანდის ამუშავებაც: „ნახეთ, ხალხი სოფელში დაბრუნდა, იმდენი ხილ-ბოსტნეული მოიწიეს, ბაზარშიც გამოიტანეს გასაყიდადო“.

პანდემიამ კიდევ უფრო გამოააშკარავა მწარე რეალობა, რომ დაუმუშავებელი, გავერანებული მიწის ქვეყანაში, მთავარია,  ხალხმა ჭამოს თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოზიდული სოფლის მეურნეობის თუ სხვა  პროდუქტი.   მიზნობრივი განვითარების შემთხვევაში, სწორად დაგეგმარების პირობებში კი, ასეთ პროდუქტს, ბოსტნეულს თუ მარცვლეულს   თავსაყრელად მოიწევდა და მოიყვანდა   ადამიანი  საკუთარი  ქვეყნის მიწაზე.

ყოველ უარყოფით მოვლენას, თუნდაც მასშტაბურს, სადღაც მაინც ახლავს დადებითიც! როცა ხალხმა სოფელს მიაშურა, მართალია,  ეს არ ყოფილა სრულყოფილი დაბრუნება, თუმცა გამოიკვეთა შესაძლებლობა _ საქმე სერიოზულად  კიდევ უფრო რომ წახდეს, ადამიანს აქვს საშუალება, მიუბრუნდეს მიწას და მშიერი არ  მოკვდეს! რის გაგონებაც აქამდე არ სურდა ბევრს, ვინც სოფლიდან გაიქცა ან  სამუდამოდ გადაიხვეწა!

პანდემიის პირობებში ცალკეული წარმატებული ფერმერები, რომლებიც საკუთარი თავდაუზოგავი შრომით და წვალებით დადგნენ ფეხზე, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – საუკეთესო ხარისხის ჩაი, კივი თუ სხვა კულტურა გაუყიდავი დარჩათ! რეალიზაციისთვის დახმარება სთხოვეს ოზურგეთში, ანასეულში მათთან შესახვედრად და მოსასმენად ჩამოსულ  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს. კითხვაც გაისმა, რა მოხდება, რომ დაგვეხმაროთ საუკეთესო ხარისხის ჩაის რეალიზაციაში? მაგალითად,  ქართული ჯარი, საუკეთესო ხარისხის ქართულ ჩაის, ერთ კვირაში აითვისებს! რატომ ამჯობინებთ შრი-ლანკიდან შემოტანილს?“ – თუმცა, ამ კითხვაზე ცნობილ ფერმერს, დავით თენიეშვილს და სხვებსაც, არ  უპასუხეს.  მინისტრი დავითაშვილი სწრაფად მოვიდა, ცოტა  ილაპარაკა  და ასევე სწრაფად წავიდა.

_თუ არც გვისმენთ და არც გვეხმარებით, რატომ დაგვიბარეთ ამ პანდემიის პირობებში? ერთ მზიან დღეს მაინც რატომ გვართმევთ? ჩვენს საქმესთან დავრჩებოდით, _  პირდაპირ უთხრეს, მაგრამ ეს საყვედური უკან მიდევნებული ლამპარივითაც ვერ დაეწია მინისტრს.

მცირე და საშუალო მეწარმეთათვის, კოვიდის პირობებში  ერთ-ერთ გამოკვეთილ  პოზიტივად  დარჩა ონლაინ_ გაყიდვები. აქ სწრაფად მოიძებნა გამოსავალი,  რადგან არ შეჩერებულა ტვირთების გადაზიდვა. გაჩნდა  იმედი, რომ თუ ეს საქმე მაინც კარგად მოგვარდება, მწარმოებელი გადარჩება.  უფრო სწორად, გადარჩენა მოხდება  მწარმოებლის და მყიდველის მჭიდრო კომუნიკაციით.

პრობლემა არ შექმნია ჩაის მკრეფავებს, რომლებიც დისტანციურად, 5-6 მეტრის დაშორებით მუშაობდნენ პლანტაციებში და არ უგრძვნიათ ისეთი შეფერხება, როგორც დახურულ საწარმოში  მომუშავეებმა იწვნიეს.

მეწარმეთათვის უმწვავეს პრობლემად იქცა აგროსესხები, რაზეც  მათ სახელმწიფომ გადავადების პირობა მისცა. თუმცა,  არსებულ პროცენტებს ამ გადავადების პერიოდის პროცენტებიც დაემატა და  დაპირებული საპანდემიო შეღავათის ნაცვლად, 4%-იანი აგროსესხი, უცებ 6%-იანი გახდა!

კოვიდ 19-ის გამოწვევა,  განსხვავებული პოზიტივით  აისახა  ერთ ინოვაციურ იდეაში, რომელიც  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში გაჩნდა. გასულ შემოდგომაზე სოფლის მეურნეობის განყოფილებაში შეჯერდა აზრი, რომ სკოლებისთვის, მიმდებარე ტერიტორიებზე საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყოთ, სადაც მოსწავლეები აგრარულ კულტურებს დათესავდნენ და დარგავდნენ. იდეა სკოლების დირექტორებს მიაწოდეს.  მართლაც მალე ხუთ სოფელში  (ბახვი, ლიხაური, შემოქმედი, დვაბზუ,  სოფელი ოზურგეთი) ამოქმედდა 500 კვ. მ .  ფართის საცდელი ნაკვეთები. მერიამ გამოყო თანხა სამუშაო იარაღების და  სათესლე მასალის შესაძენად. მოსწავლეებმა, უფროსების დახმარებით,  დაიწყეს სოფლის მეურნების კულტურების გაშენება:

_სასწაული მოხდა. ბავშვებს უფრო შეასმენ, ვიდრე უფროსებს!  დიდ ენთუზიაზმი გაჩნდა.  ყველაფერ ახალს  ბავშვი კარგად იღებს. დაიწყო ერთმანეთთან შეჯიბრი, ვინ უფრო უკეთ მოუვლიდა და მოიყვანდა ბოსტნეულს. ბევრი ბავშვის მშობელი უცხოეთშია, ზოგიც თავად არ მუშაობს მიწასთან და შვილს როგორ ასწავლის? ამიტომ მოსწავლეებს შეექმნათ  პირობები, სამომავლოდ შეეძინათ ასე  აუცილებელი უნარები, ჩვევები და გამოცდილება. ბევრმა სწორედ ამ ნაკვეთებზე დააკვირდა, როგორ განასხვავოს ოხრახუში ან ნიახური ქინძისგან და პირიქით… ამასთანავე, საფუძველი ჩაეყარა ასეთი პროექტის ყველა სკოლაში გახორციელებას და მის ტრადიციად ქცევასაც კი. მსგავსი მოდელი კომუნისტურ ეპოქაშიც არსებოდა, რაც სულაც არ იყო  ცუდი, _ ამბობს იდეის ერთ- ერთი განმახორცილებელი და საქმით სულისჩამდგმელი, ცნობილი ფერმერი აკაკი ღლონტი, რომელიც სოფლის მეურნეობის განყოფილების სპეციალისტია.

კოვიდ 19-ის  შემოტევის პირობებში,  მუდამ ტრიალებს მანამდე პასუხგაუცემელი  კითხვა,   _ სად და რაშია გამოსავალი, რითაც შესაძლებელი იქნება, დაუმუშავებელი, გავერანებული და უგზოუკვლოდ გასხვისებულ-გაცემული მიწები დამუშავდეს და ასე არამიზნობრივი  განვითარებიდან , (პანდემიაც რომ ვერ დაამუხრუჭებდა უფრო უარესად), გადავიდეთ  მიზნობრივ გზაზე.  იმ გზაზე, როცა კოვიდი თუ სხვა ახალი  სახეობის ჭირი  და პანდემია სერიოზულად ვერ შეარყევს  ადამიანის საყოფაცხოვრებო სივრცეს და  ვერც მის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს?   სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხომ უფრო მეტად იზრუნებს თითოეული ადამიანი, როცა პანდემიით დამფრთხალს, ბაზარსა და  მაღაზიაში ლამის,  ასი კილო კარტოფილის  და ბურღულეულისთვის რიგში დგომა არ დასჭირდება?   

_არ იყო გაზი, დენი…იყო ყაჩაღობა, ქურდობა! სახელმწიფოს გაუჩნდა ამბიცია, ჰქონოდა ეს ყველაფერი,  მშვიდობასთან ერთად!  და ახლა ეს ყველაფერი გვაქვს!  რატომ ვერ  მიხედა ქვეყანამ  ანალოგიურად  მიწა-მარჩენალს?  იმიტომ, რომ ვიღაცას ჯერ არ სურს, ჯერ ასეა საჭირო… ყველაფერი დალაგდება ძალიან მალე, თუ სახელმწიფო იტყვის, რომ დაუმუშავებელი მიწა არის სირცხვილი და ქვეყნის უკუსვლა!   სოფლის მეურნეობის მიზნობრივი განვითარებით, ვერც კოვიდ 19-ის გამოწვევა და   ვერც ვერანაირი საშიში პანდემია, წელში ვერ გატეხავს  ერთ დროს  წარმატებულ  მიწათმოქმედ ქვეყანას! _   ამბობენ  მოწინავე  გურული ფერმერები და მეწარმეები, რომლებსაც  უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ, როგორ უნდა მოახერხო და განახორციელო    წარმატებული საქმიანობა, სრულად დამუშავებულ  და დაგეგმარებულ სასოფლო – სამეურნეო მიწაზე.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18 დეკემბერი, 2025

ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

უქმდება თუ არა ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18.12.2025
საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო