კომპანიის, სი-სი-ი-ეიჩი ჰადრო VI მენეჯმენტი გურიაში ჟურნალისტებს შეხვდა და ბახვი 1 ჰესის პროექტი გააცნო.
პრეზენტაციას, რომელიც კომპანიის ინიციატივით გაიმართა, კომპანიის მხრიდან ესწრებოდნენ სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI – ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე, პროექტის ხელმძღვანელი, გიგლა სიხარულიძე, კომპანიის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი, ნანა ბერძენიშვილი და კომპანიის უფროსი ანალიტიკოსი, ნინო მაღრაძე. გურიის რეგიონში მოქმედი მედია სექტორი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ცენტრალურ მედიას წარმოადგენდნენ ადგილობრივი ჟურნალისტები. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ბიზნეს გადაცემების ჟურნალისტები. პროექტის წარდგენა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაიმართა.
„შეხვედრების სერია დაინტერესებულ ჯგუფებთან გრძელდება. ამჯერად, ჩვენი გუნდი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და გააცნო პროექტი. ადგილობრივი და ცენტრალური მედია ცხადია, ერთ – ერთი ყველაზე ძლიერი რგოლია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი. გამჭირვალობა, ჩვენი ბიზნესის პოლიტიკაა და მზად ვართ მედიასთან თანამშრომლობისთვის“, _ განაცხადა კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI -ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის ანალიტიკოსმა ნინო მაღრაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები გააცნო. გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა კი, ტრენინგი ჩაატარა, იმის შესახებ თუ რას უნდა მიაქციოს მედიამ ყურადღება, როცა მასალას ჰესების შესახებ ამზადებს.
(R)