საზარელი ტრაგედია დატრიალდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ შუახნის მამაკაცი მოკლეს. დღეს კი მოკლულის შვილმა თავი მოიკლა.
“ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია _ მამა მოკლეს, შვილმა თავი მოიკლა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ადგილობრივი.
როგორც შსს-ში “გურია ნიუსს” განუცხადეს, მკვლილობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, ხოლო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით _ 115-ე მუხლით.
“გურია ნიუსი” დამატებითი დეტალების მოპოვებას სოფელში მერის წარმომადგენელთან ცდილობს.