“გურია ნიუსის“ რედაქციას არაერთი ადამიანი დაუკავშირდა. მათი მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ავტომანქანის მფლობელების ერთ ნაწილს ჯარიმის ქვითარი მიუვიდათ სახლში.
“მე 50 ლარი მომივიდა ჯარიმა და მეგონა მხოლოდ ჩემთვის იყო ეს “საჩუქარი“, მაგრამ შემდეგ გავარკვიე და ტექდათვალიერება ვინც ვერ გაიარა ან მცირედი პრობლემა აქვთ ავტომანქანებს, მათ დაეგზავნათ. სადაც გავიკითხე, იქ მითხრეს, რომ კანონს ასრულებენ ოზურგეთში მე, რაც ვიცი, დაახლოებით, 20 ადამიანს მიუვიდა ეს ჯარიმის ფურცლები“ _ გვითხრა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა.
“გურია ნიუსმა“ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ “ჭკვიანმა“ კამერებმა დააფიქსირეს ის მანქანები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს.