ტოკიოში, ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ჩასულ სპორტსმენებს შორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც Al Jazeera იუწყება, ინფიცირებული უგანდას ოლიმპიური ჯგუფის წევრია. ის იზოლაციაში გადაიყვანეს.
„სპორტსმენები, სრულად იყვნენ ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, – ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს.
ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.