ცოტა ხნის წინ საზარელმა ამბავმა გადაუქროლა ჩოხატაურს _ კორონავირუსმა ყველასათვის საყვარელი მოძღვარი მამა თომა იმსხვერპლა.
ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზი თომას (სიხარულიძე) კორონავირუსი დაახლოებით 2 თვის წინ დაუდასტურდა. ის ჯერ ჩოხატაურში, მედალფას კლინიკაში მკურნალობდა, საიდანაც რეფერალურმა სამსახურმა ბათუმში გადაიყვანა. ბოლოს კი თბილისში გადიოდა მკურნალობის კურსს.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მამა თომას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მთელ ჩოხატაურს ყველასათვის საყვარელი მოძღვრის გარდაცვალების გამო.