ურეკში, სასტუმრო „ოთხ ვილაში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გვითხრა, ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა:
„წინასაწარი ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ბევრი შენობაა, საბედნიეროდ, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და ცეცხლი აღარ გავრცელდა.
ძალიან კარგად იმუშავეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბიჭებმა _ ადგილზე იყვნენ ფოთის, ქობულეთის, ოზურგეთის, შეკვეთილის ეკიპაჟები. მათი დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა“, _ გვითხრა თვითმხილველმა.
ფოტოები და ვიდეოკადრები ლალი თავართქილაძემ მოგვაწოდა.