ისრაელში უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
BBC-ის ინფორმაციით, მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ქალაქ რამლას მახლობლად აღმოჩენილი ნაშთები, თავის ქალის ნაწილი და ყბა, ეკუთვნის ერთ-ერთ უძველეს ადამიანური ჯგუფის წარმომადგენელს, რომელიც ცხოვრობდა 140 000 – დან 120 000 წლის წინ.
მეცნიერთა გუნდის წევრების აზრით, ეს ადამიანი ადრინდელი სახეობებისაგან წარმოიშვა, რომლებიც, შესაძლოა, რეგიონიდან ასიათასობით წლის წინ გავრცელდა, ხოლო მათ შთამომავლებად ევროპასა და აზიაში დასახლებული ნეანდერტალელები ითვლება.
მეცნიერებმა ახლად აღმოჩენილ „მემკვიდრეობით ხაზს“ ნეშერ რამლა ჰომო ტიპი [Nesher Ramla Homo] უწოდეს.
როგორც თელ-ავივის უნივერსიტეტის დოქტორმა ჰილა მეიმ BBC-ის განუცხადა, აღმოჩენა ადამიანის ევოლუციის, კერძოდ, ნეანდერტალელების, ისტორიას ცვლის. ნეანდერტალელის ევოლუციის ზოგადი სურათი წარსულში მჭიდრო კავშირში იყო ევროპასთან. ამიტომ, ეს ადამიანები ნეანდერტალელების წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ.
მკვლევარები ასევე საუბრობენ ახალ აღმოჩენასა და ევროპაში მცხოვრებ უძველეს “პრენეანდერტანულ” ჯგუფებს შორის მსგავსების შესახებ.