გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაშია ნათქვამი.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 073 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 953 პირი, გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 8, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.