ხობის მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს, სოფელ პატარა ფოთში მდებარე ბენზინგასამართი სადგური “გალფი” დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებულ მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, 250 ლარი და 1000 ლარის პროდუქცია გაიტაცა.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე