ბიზნესმენი თემურ ჭყონია, მისი თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ,,მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამაზე არ ფიქრობს, რადგან ეს მის ინტერესებში არ შედის.
“ჩემი აზრით, ეს თემა შექმნა სიტუაციამ და არა ჩემმა პიროვნებამ. სიტუაცია შემდეგია: საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნაა, რომ იყოს კოალიციური მთავრობა. მე ვერ დავთანხმდები ამ თემას, იმიტომ რომ, ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობა ამას ვერ გაქაჩავს”,- აცხადებს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, 29 ივნისს “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “თემურ ჭყონია თბილისის მერობისთვის კარგი კანდიდატი იქნებოდა.
შეგახსებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: მერაბ ცაავა