ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერების დაკარგვის ბევრ ჩვენგანს ეშინია. ზოგჯერ რამის დავიწყება ნორმალურია, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს დემენეციის ნიშანი.
Eatthis-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე მეთოდი ჯანსაღი მეხსიერების შესანარჩუნებლად.
ჯანსაღი დიეტა
„დიეტა, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულითა და პარკოსნებით, თევზით, ჯანსაღი ცხიმებით და მწვანილებით, აუმჯობესებს მახსოვრობის ფუნქციას“,_ ამბობს მაიოს კლინიკა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სახის პროდუქტები შეიცავენ ნუტრიენტებს (მაგალითად, ანტიოქსიდანტებს და ომეგა -3-ს, ცხიმოვან მჟავებს), რომლებიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინისთვის. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, იმასაც, რომ გაუწყლოების მსუბუქმა შემთხვევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ენერგიის შემცირება, ასევე მეხსიერების დაქვეითება. ექსპერტები გვირჩევენ, დღეში ხუთი-ექვსი ჭიქა წყლის დალევას.
შეწყვიტეთ მოწევა
„არსებობს მტკიცებულებები, რომ მოწევას შეუძლია გაზარდოს დემენეციის განვითარების რისკი”, – ამბობს ალცჰეიმერის საზოგადოება. ეს იმიტომ ხდება, რომ თამბაქოს ტოქსინებმა შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვთა სისტემა.
ივარჯიშეთ რეგულარულად
რამდენიმე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ, მეხსიერების დაკარგვის და დემენეციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
აკონტროლეთ წნევა
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) პროფილაქტიკა არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი გულის ჯანმრთელობისთვის – ეს მნიშვნელოვანია თქვენი ტვინისთვისაც.
გაავარჯიშეთ ტვინი
ტვინის მუშაობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ვარჯიში. ითამაშეთ თამაშები, ამოხსენით თავსატეხები, ისწავლეთ ახალი ენა.