ევროპას COVID-19-ის პანდემიის ახალი ტალღა ემუქრება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გააკეთეს.
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი პანდემიის ახალი ტალღის გამომწვევ საფრთხედ ვაქცინაციის პროცესის გაჭიანურებას, ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენას და სოციალური კავშირების აღდგენას ასახელებს.
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა ვირუსის სწრაფ გავრცელებას შეუწყოს ხელი.
როგორც ცნობილია, ლონდონიდან და პეტერბურგიდან დაბრუნებული ასობით გულშემატკივარი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა.
ჯანმოს საგანგებო სიტუაციების უფროსმა ოფიცერმა კეტრინ სმოლვუდმა მასპინძელ ქალაქებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ თაყვანისმცემლების მოძრაობის მონიტორინგისთვის.