Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 964 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 353 231-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 40, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430 საიდანაც: 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 557, აჭარაში – 159, იმერეთში – 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 607 პირი, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 34, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 6, იმერეთში – 10. 620 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 425 – თბილისში, 182- აჭარაში. 6 039 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 114, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 907 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 454, პირი, აჭარაში – 631, იმერეთში – 779.