პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში 29-ე საერთაშორისო ორღანისა და კამერული მუსიკის ფესტივალი იმართება. ჩოხატაური და ლეჟაისკი დამეგობრებული ქალაქებია და ფესტივალზე ჩოხატაურის ანსამბლი „ამაღლებაც“ მიიწვიეს. ქართულმა ანსამბლმა, რომელიც საგალობლებს და ხალხურ სიმღერებს ასრულებს, 5 ივლისს გამართა კონცერტი და, როგორც ყოველთვის დიდი მოწონება დაიმსახურა _ ბიჭებმა შეასრულეს საგალობლები, ხალხური და ქალაქური სიმღერები.
ამ კონცერტის გარდა, ქართული დელეგაცია, კიდევ რამოდენიმე ღონისზიებაში მიიღებს მონაწილეობას.
„ამაღლება“ 2008 წელს დაარსდა, როგორც მგალობელთა გუნდი, რომელიც არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე, ასევე, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გუნდია.
2017 წელს, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გუნდმა ჩაწერა და გამოუშვა პირველი ალბომი.
ავტორი: ლისა კოროშინაძე