ამ დღეებში თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ასპარეზობაში 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კრივისა და კიკბოქსინგის სექციის სპორტსმენებმა, როგორც უფროს ასაკში, ასევე, ახალგაზრდებში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
70 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ჭეფხოძემ, რომელიც აგრეთვე მწვრთნელიცაა, I ადგილი მოიპოვა (უფროსი ასაკი); 86 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა როლანდ ქარჩავა (უფროსი ასაკი); გიორგი სირაძემ კი, რომელიც 60კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა II ადგილი მოიპოვა და, შესაბამისად, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა (ახალგაზრდებში).
ავტორი: გიორგი გირკელიძე