საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
III ადგილი მიეკუთვნა “გურია ნიუსის“ ჟურნალისტს მარინა ჩიხლაძეს _ არამიზნობრივი განვითარებიდან კოვიდ 19-ის გამოწვევამდე: „ერთ მზიან დღეს მაინც ნუ წაგვართმევთ“.
კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო.
საკონკურსო ნამუშევრები შეარჩია სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, ჟურნალისტებმა მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ვულოცავთ ჩვენს კოლეგას მორიგ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავ გამარჯვებებს.
ავტორი: გიორგი გირკელიძე