“ევროპული საქართველოს” წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საჩივრით მიმართა და ყველა იმ სამართალდამცავის დასჯა მოითხოვა, რომლებმაც 5 ივლისს არაჯეროვნად შეასრულოს თავიანთი უფლებამოსილება და ვერ დაიცვეს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.
გიორგი კადნელაკის თქმით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოახდინა ძალების მობილიზება, მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე არსებობდა ესკალაციის რისკი ძალადობრივი ჯგუფებისაგან.
ბესიკ დონაძემ აღნიშნა, რომ საჩივრის შეტანის შემდეგ, გენერალურ ინსპექციას ექნება სამართლებრივი ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება და მოახდინოს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, ვინც არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.
„ევროპული საქართველო სარჩელით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მიზნით იმ პოლიციელებზე, რომელთაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი უფლებამოსილება და 5 ივლისს არ აღკვეთეს ჟურნალისტებზე და სამოქალაქოს აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები.
საჩივრის შეტანის შემდეგ, გენერალურ ინსპექციას ექნება სამართლებრივი ვალდებულება, დაიყოს გამოძიება. ჩვენ უწყებას მივაწვდით მასალას, რომელზეც აღბეჭედილია ის ფაქტები, რაც გავაჟღერეთ, ვითხოვთ, რომ მოახდინონ იმ პოლიციელების იდენტიფიცირება და დასაჯონ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
„5 ივლისს ძალადობა თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, მრავალი საათის განმავლობაში და ამ კადრებზე ძალიან კარგად ჩანს, რომ პოლიციას აქვს მიღებული მითითება, მათ არაფერი უშლიდათ ხელს, პირველი ინციდენტები რომ მოხდა დილით, რომ უცებ მოეხდინათ ძალების მობილიზება, გამოეყვანათ საკმარისი ძალები, რათა აღკვეთილიყო 53 ჟურნალიტსის ცემა და რათქმაუნდა ბატონ ლაშქარავაზე თავდასხმა, რამაც შემდგომში გამოიწვია მისი გარდაცვალება.
ეს არ მოხდა, რათქმაუნდა, არის მისაცემი პასუხისგებაში ის პირები, ვინც ჩანს, რომ განზრახ არ ასრულებს საკუთარ სამსახურეობიც მოვალეობას და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ მისცა მათ ამგვარი დანაშაულებრივი ბრძანება, ასეთ ბრძანებებს შსს-ში რათქმაუნდა იძლევა მინისტრი, შემდეგ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ზემდგომი, პრემიერ მინისტრი და რათქმაუნდა, შს მინისტრი გომელაური უნდა მიეცეს პასუხისგებაში ამ დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის გამო“ , – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.