„დღეს მოვისმინე განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სპეკულაციას წარმოადგენს, რომ თითქოს ჟურნალისტებს პარლამენტში შემოსვლა ეკრძალებათ. დღევანდელ სხდომაზე 100-მდე ჟურნალისტზეა საშვი დაშვებული ზუსტად იმ სიით და იმ მოთხოვნით, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიასაშუალებების მხრიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
კახა კუჭავამ 12 ივლისს მომხდარი ფაქტი შეახსენა კოლეგებს, როდესაც სასესიო დარბაზში მედიას წარმომადგენლები საშვის გარეშე აქტივისტებთან ერთად შემოიჭრნენ.
„ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას. დღევანდელი სხდომის მიზანია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც არსებობს დეპუტატების მხრიდან შსს მინისტრის მიმართ. ასევე კარგად ვიცით, რომ მედიის მოთხოვნა მათ მიერ კითხვების დასმასთან დაკავშირებით არ მოქმედებს. არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმე შემოსულიყო და კითხვები დაესვას. ჩვენი მთავარი მიზანია, შსს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, შეფერხების გარეშე ჩატარდეს”, -განაცხადა კახა კუჭავამ.