ხობში სამართალდამცველებმა რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნ.წ. ასევე, მოჭიდავე ნ.ყ.
დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.
ამასთან, დაკავებულია კიდევ ორი პირი – ზ. დ. ვ. კ. , რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, 25 ივლისს, ხობის ცენტრში მოხდა.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე