გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„27 ივლისს ქუთაისში ნალექი და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
მესტიაში ნალექიანი დღე და +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
+28 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
გორში ნალექი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ლაგოდეხშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს უმეტესად წვიმიანი დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც დროგამოშებით წვიმაა მოსალოდნელი”.