ცოტა ხნის წინ დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021 წლის დრაფტი, სანდრო მამუკელაშვილი 54-ე პიკად გოგა ბითაძის „ინდიანამ“ აირჩია, თუმცა, მალევე გაცვალა და მოქმედ ჩემპიონ, „მილოუკი ბაქსში“ გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელმაც გასული 2 სეზონი Big East-ის კონფერენციის წამყვან გუნდ Seton Hall-ში გაატარა და ბოლო სეზონში კონფერენციის სეზონის MVP გახდა.
ვნახოთ, რამდენად მოიკიდებს ფეხს ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ჩემპიონ გუნდში და მისცემენ თუ არა მას საკმარის დროს თავის გამოჩენისთვის.
წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენს.
[sexy_author_bio]