ტოკიოს ოლიმპიადაზე მიმდინარე ძიუდოს ტურნირის ბოლო წონით კატეგორიაში (+100) ოქროს მოპოვების შანსი აქვს, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, გურამ თუშიშვილს. მან ფინალში ძალიან უხერხული მეტოქე, რეიტინგში წონის ლიდერი, რუსი, ტამირლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც თავის მხრივ, ფრანგ, ტედი რინერს სენსაციურად მოუგო.
ფინალში გურამის მეტოქე ჩეხი, ძალიან ტიტულოვანი და გამოცდილი, ლუკაშ კრპალეკი იქნება.
ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა უკვე 4 მედალი გაინაღდა, რაც შესანიშნავი შედეგია. ამჟამად საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 4 მედალია და ჯერ-ჯერობით ყველა ძიუდოს ვაჟთა გუნდის მოპოვებული.
[sexy_author_bio]