ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ინფიცირების ახალ შემთხვევებში ერთ-ერთი ქორწილის კლსტერი გამოიკვეთა.
„ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 20-მდე შემთხვევა ქორწილს უკავშირდება“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2459 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2278 ადამიანი, გარდაცვლილია 39.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 142 შემთხვევა, საიდანაც 24 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს.
[sexy_author_bio]