ლანჩხუთში ეპიდვითარება მძიმეა, რადგან ინფიცირების შემთხვევების მატებაა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხვალ კი, შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ორჯერ მაღალი იყოს.
მენაღარიშვილის თქმით,ინფიცირების შემთხვევების მატება უკავშირდება ტურისტულ სეზონს, გახშირებულ სარიტუალო ღონისძიებებს, ნიღბის არ ტარებას.
სულ არის კორონავირუსის 2509 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2288 ადამიანი, გარდაცვლილია 39. აქტიური რჩება ინფიცირების 182 შემთხვევა.
[sexy_author_bio]