ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ფაილოძე სოციალური ქსელის საშუალებით სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებულ შედეგებს ულოცავს.
“ჩავაბარეთ ქართული ყველანაირი ხელისშემშლელი პირობების _ რომელიც მთიან სოფელში ცხოვრებას ახლავს, პანდემიის, დისტანციური სწავლების მიუხედავად.
დიანა ბერიძე _ 39, დათო ბერიძე _ 35, ნინო ირემაძე _ 35 და ნანა დუმბაძე _33.
ყოჩაღ, ბავშვებო, ჩვენთან ,,რეპეტიტორობა” არ მოსულა.
გილოცავთ და მიხარია”, _ წერს სკოლის დირექტორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.