ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე რამდენიმე საათში საქართველოში იქნება. ლაშას ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი უცვლელად გთავაზობთ.
„დღე მშვიდობის, საქართველო. მოგეხსენებათ, დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავი მოლოცვა, რაზედაც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას. ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი. გპასუხობთ: ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი, რომ გიხარიათ, ვიცი, რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ… დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას ! მადლობა გულშემატკივრობისათვის“, _ წერს სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის ექიმი გიორგი ჭინჭარაული.
[sexy_author_bio]