_ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გიორგაძე საქართველოში, ერთ-ერთი პირველია ეროვნულ გამოცდებზე თავისი შედეგებით, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფატი სიორიძემ.
_ გიორგიმ დიდი წარმატებით დაასრულა ეროვნული გამოცდები. აქვს ძალიან მაღალი ქულები. ქიმიაში 63-დან 63 ქულა , ბიოლოგიაში 70-დან 68 ქულა, ინგლისურში 80-დან 78 ქულა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 70-დან 68 ქულა! განსაკუთრებით მინდა მივულოცო. მან ასახელა ჩვენი სკოლა, არაერთ თანატოლთან ერთად, _ თქვა სიორიძემ.
„გურია ნიუსი“ ულოცავს გიორგის და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.
[sexy_author_bio]