2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და აღარასოდეს ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება.
„შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.