წუხელ, გვიან, გურიის ზღვისპირა კურორტ ურეკში, ძლიერი ქარაშოტი ამოვარდა.
_წამიერად ააყირავა ყველაფერი, წიწვოვანებს მოამსხვრია ტოტები. კიდევ კარგი, დიდხანს არ გაგრძელებულა , თორემ ამ დილით ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით, _ გვეუბნებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და დამსვენებლები.
მათივე თქმით, წლევანდელი საკურორტო სეზონი, ბუნების ბობოქრობით გამოირჩევა.
_ხან ზედიზედ შტორმია და ათგზის დასუფთავებულ-დალაგებულ სანაპიროს წამებში ანაგვიანებს, ხანაც თავსხმა წვიმები და ქარაშოტია. მოკლედ, ამ სეზონზე ბუნების მრისხანება არ გვაკლია, – ამბობენ ისინი „გურია ნიუსთან“.
[sexy_author_bio]