„მინდა მეც ვთხოვო და მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, ატარონ პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების წესები”, _ ამის შესახებ ტელეიმედთან „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვის _ თქვენ წლების განმავლობაში საქმიანობდით ჯანდაცვის უწყებაში, პანდემიური ვითარებისა და თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხო იქნება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები? _ განაცხადა.
„მინდა მეც ვთხოვო და მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, ატარონ პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების წესები. ამ შემთხვევაში, მჯერა, რომ შევძლებთ ეპიდვითარება დავასტაბილუროთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ყველა თანამშრომელს – ისინი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ჩვენ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ კოვიდ -19 თან ბრძოლაში“, _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.