ბოლო 72 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ, შემოწმდა ასობით ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი, 8 ობიექტი კი დაილუქა, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„შრომის ინსპექციის სამსახურმა ზედამხედველობის პროცესში ჩართულ უწყებებთან ერთად, 10 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით 23 ობიექტი დააჯარიმა. 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა 11 იურიდიულ პირს, ხოლო 2 000 ლარით დაჯარიმდა 12 ფიზიკური პირი. დაილუქა 8 ბიზნეს ობიექტი. სტატისტიკური ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, შრომის ინსპეაციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ მედიასთან შეაჯამა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 72 საათში, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით 732 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 621 წერილობითი და 111 ზეპირსიტყვიერი“,_ განაცხადა ფერაძემ.