დღეს გამართული, ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის კახა ასკურავას განმარტებით, სხდომაზე, განიხილავდნენ 2 ოქტომბერს გასამართ თვითმმართველობის არჩევნების საუბნო კომისიის წევრების (ე. წ ნეიტრალური წევრების) განცხადებებს, რომლებიც კანონიდან გამომდინარე უნდა შეერჩიათ კონკურსის წესით.
“ჩვენ, ენმ-მ გადავწყვიტეთ, ჩვენი წარმომადგენლის ოლქში, ანდრო ნიკოლაიშვილის მეშვეობით შეგვესწავლა ის განცხადებები, რომლებიც შემოვიდა ოლქში განსახილველად და შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მივიღეთ სრული კატასტროფა.
315 კონკურსანტიდან 80% განაცხადა ან ძალიან არასწორად შევსებული, ან არასწორად. შესაბამისად, ჩვენი ოლქის წევრმა კომისიის სხდომაზე კოლეგებს შესთავაზა, რომ დახარვეზებულიყო ზემოთ აღნიშნული განცხადებები, ვადების გათვალისწინებით გასწორებულიყო და ხელმეორედ მიემართათ ოლქისთვის.
უბრალოდ, პატივი ეცათ საოლქო კომისიის წევრებისთვის და იმ ამომრჩეველთათვის ვისი ხმების დაცვა და დათვლა ევალებათ 2 ოქტომბერს. ამის შემდგომ, თავჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის მდივანი გავიდნენ სხდომიდან ცალკე და სავარაუდოდ, ან “ქართული ოცნების” შტაბიდან ან ცეესკოდან, ანდა ორივედან ერთად მიიღეს დირექტივები, რომ ენმ-ის წარმომადგენლის სრულიად სამართლიანი წინადადება არ ყოფილიყო გაზიარებული.
რის შემდეგაც სხდომა ანდრო ნიკოლაიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა და მას ოპოზიციიდან მხოლოდ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი (ლელოს წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა). ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლანჩხუთის ორგანიზაცია ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობას, 2 ოქტომბერს გასამართ თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურ ჩატარდებაზე და ასვე საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის ხარისხზე და მათ მიუკერძოებლობაზე აკისრებს ლანჩხუთის #61 საარჩევნო კომისიას, რაშიც ჩვენ ეჭვი გეპარება, ვინაიდან კომისიის წევრების უმრავლესობა უბრალოდ განცხადებას ვერ ავსებს სწორად და რადგან სრულ მორჩილებაშია “ქართულ ოცნებასთან” უმრავლესობა, უპირობო კომისიის წევრებად მოიაზრებიან უკვე. დღეს გამართული კომისიის სხდომა კი სრული ფიქცია იყო!”-ამბობს კახა ასკურავა.
ენმ-ის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების პადუხად “გურია ნიუსმა” ოლქის თავმჯდომარესთან, თამარ ბისიეშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
[sexy_author_bio]