ახლახან, ურეკში, ზღვის სიღრმეში, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა, დამხრჩვალი მამაკაცი იპოვეს. მალე გარდაცვლილი, სამაშველო სამსახურის დახმარებით, ნაპირზე გადმოასვენეს.
როგორც „გური ნიუსს“ უთხრეს, გარდაცვლილი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის და გავრცელებული ინფორმაციით ის, შესაძლოა, თურქეთის მოქალაქე იყოს, რომელიც თურქეთში წყალიდიდობას ემსხვერპლა.
უფრო დაზუსტებით, ,„გურია ნიუსი“ შსს პრესასამსახურის პასუხის შემდეგ შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]