დღეს, ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის ეზოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე, ადგილობრივებს წარუდგინა.
პრემიერმა წარდგენამდე ისაუბრა გურიასა და გურულებზე, მადლობა მოუხადა მათ.
_2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება და მას შემდეგ დასადგურდა მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა. უნდა იქნეს მეტი კეთილდღეობა. გვაქვს დიდი გეგმები და ჩვენ ყველას განვახორციელებთ, _ თქვა პრემიერმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა სამომავლო მიზნებზე, თუ რას გააკეთებს მერად არჩევის შემთხვევაში:
_გურიას განსაკუთრებული პოლიტიკური კულტურა გამოარჩევდა მუდამ და ჩვენ კვლავ გავაერთიანებთ ყველას. მე, ავთანდილ თალაკვაძემ, რაც ცოდნა დავაგროვე, ყველას მოვახმარ ჩემს ქალაქს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, _ თქვა მან შეკრებილთა წინაშე.
ქვეყნის აღმშენებლობაზე, წინსვლაზე, სამომავლოდ მრავალი პროექტების გახორციელებაზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კუჭავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მერობის კანდიდატმა დაასახელას 15 მაჟოორიტარი კანდიდატის ვინაობა, რომელთაგან მხოლოდ სამი სახეა ახალი.
მმართევლი პარტიის სახელით, მაჟორიტარულ უბნებზე დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს.: ლელა საჯაია, ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე, ვახტანგ ნიჟარაძე, ბექა თოიძე, გიორგი ჩაგანავა, გოგიტა ართმელაძე, თამაზ ტუღუში, ტარიელ (გელა) აროშიძე, დავით ჭაკნელიძე, ნინო მახარაძე, ტიტე მგელაძე, პაატა კიღურაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ნუგზარ სარჯველაძე.
აქედან მხოლოდ სამი სახეა ახალი: ნინო ნადირაშვილი, გოგიტა ართმელაძე და ნუგზარ სარჯველაძე.
„ქართული ოცნების“ დანარჩენი, ახლა მოქმედი დეპუტატები, მესამედ იბრძოლებენ, რომ კვლავ საკრებულოს წევრები გახდნენ.
[sexy_author_bio]