“ოქროს პროპორცია” ევროპული რენესანსიდან მომდინარეობს, როცა ხელოვანებმა შექმნეს პროპორცია, რომელიც სრულყოფილი ნიმუშის შესაქმნელად უნდა გამოეყენებინათ.
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ბრიტანელი ქირურგი – ჯულიან დე სილვა ამავე მეთოდის გამოყენებით ცდილობს, გამოიანგარიშოს, თუ ვინ არის სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს.
ალგორითმის მიერ მიღებული შედეგებით ამჯერად სიაში ბელა ჰადიდი ლიდერობს. 25 წლის სუპერმოდელის მონაცემი 94.35 %-ია, მსგავსი მაჩვენებელი კი არცერთ ვარსკვლავს არ ჰქონია აქამდე.
რაც შეეხება სიის დანარჩენ წარმომადგენლებს, ათეული სრულად ასე გამოიყურება:
ბიონსე – 92.44%; ამბერ ჰერდი – 91.85%; არიანა გრანდე – 91.81%; ტეილორ სვიფტი – 91.64%; ქეით მოსი – 91.05%; სკარლეტ იოჰანსონი – 90.91%; ნატალი პორტმანი – 90.51%; კეტი პერი – 90.08%; კარა დელევინი – 89.99%.
[sexy_author_bio]