ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის პერსონალის 95 პროცენტი აცრილია, _ ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.
“ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვურთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ უპირველესად ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობას -ასეთია პედაგოგთა აზრი, რაც გადატანილია ციფრებშიც- ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 95% აცრილია. ეს სკოლას უსაფრთხო სკოლის სტატუსს შესძენს და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების ფონზე სავარაუდოდ, ჩვენ ახალ სასწავლო წელს დასწრებული სწავლებით შევხვდებით.
“კორონა აცრა მორალურად მისაღებია და შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ვაქცინა, რომელიც სამედიცინო მხრივ საიმედო და ქმედითია“- ასეთია დღეისთვის ქრისტიანული ეკლესიის განწყობაც. ისტორიულად აცრებს ყოველთვის ჰყავდა მოწინააღმდეგენი. 220 წლის წინ ედუარდ ჟენერის მიერ შექმნილ ყვავილის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას, ამ უდიდეს სამედიცინო მიღწევას ეწინააღმდეგებოდნენ ფილოსოფოსები, რელიგიური და სამედიცინო პერსონალის ნაწილი. თუმცა იმუნიზაცია დღეისთვის უალტერნატივოა”,-ვკითხულობთ პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდზე.