ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლია ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში სოფელ ზენობანში მცხოვრები მედეა თავბერიძის სახლის ფოტოს აქვეყნებს.
“ამ სახლში ცხოვრობს მედეა თავბერიძე, რომელიც სოფელ ზენობანში,ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან ახლოს დგას, ნუთუ არ გრცხვენიათ, “ქართული ოცნების” კოორდინატორებს, ზონის უფროსებს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ საამშენებლო მასალებს ურიგებთ, ასეთ შეჭივრებულებზეც გეფიქრათ, რა კატეგორიის ადამიანებს უყიდეთ სახლები, შეგნებულად არ ვწერ. რა სირცხვილით ითხოვთ საარჩევნოდ ხმებს?”
რას ფიქრობს აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები, შესაძლებელია თუ არა მსგავს პირობებში ადამიანის ცხოვრება, კომენტარებს “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.