გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აგვისტომდე საქართველოს ზოგ რეგიონში მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა.
“23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. 25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.