მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მსოფლიო ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით, განსაკუთრებით ქალებისთვის.
“მსოფლიო ბანკი იტოვებს გზებს, რომ დარჩეს ჩართული და შეინარჩუნოს ქვეყანაში რთულად მიღწეული მონაპოვარი”, _ ნათქვამია ბანკის განცხადებაში..
ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. 2002 წლიდან მოყოლებული ფინანსურ ორგანიზაციას ავღანეთის განვითარებისთვის 5,3 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.